საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025-ის მიზანი ლაბორატორიების კომპეტენტურობის დემონსტრირებაა. ISO/IEC 17025-ის ძირითადი ელემენტები მოიცავს მოთხოვნებს მენეჯმენტის თანმიმდევრულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ასევე მოთხოვნებს ლაბორატორიის მიუკერძოებლობასა და კომპეტენტურობაზე. ლაბორატორიული საქმიანობა ISO/IEC 17025- ის მიხედვით ითვლება გამჭვირვალედ.
დღემდე, ISO/IEC 17025 საშუალებას აძლევს ლაბორატორიებს მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ მუშაობენ კომპეტენტურად, შეთანხმებული ჩარჩოების ფარგლებში, ღებულობენ ვალიდურ შედეგებს, რითიც ხელს უწყობენ ნდობის გაზრდას მათი საქმიანობისადმი როგორც ეროვნულ, ასევე მსოფლიო დონეზე. ISO/IEC 17025 ხელს უწყობს თანამშრომლობას ლაბორატორიებსა და სხვა ორგანოებს შორის იმით, რომ უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის ტესტირების შედეგების ფართო აღიარებას. ტესტირების ოქმები და სერტიფიკატები აღიარებულია ქვეყნიდან ქვეყანაში დამატებითი ტესტირების საჭიროების გარეშე, რაც თავის მხრივ აჩქარებს და აუმჯობესებს ნდობას საერთაშორისო ვაჭრობისადმი - აღნიშნულია გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის რეკომენდაციებში.
ISO/IEC 17025 სტანდარტს მშრალი ნაზავების საწარმო „ფორმულას“ ულტრათანამედროვე ლაბორატორია ფლობს, სადაც შესაძლებელია მასალის ტესტირება მოჭიდების, წნევის, ელასტიურობისა და თერმულ ცვლადებთან მიმართებით.